შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ თუხარელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1946 წელს, ჩაირიცხა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში არქიტექტურისა და ხელოვნების ფაკულტეტზე 1950 წელს. მოღვაწეობდა მოსკოვის სხვადასხვა საპროექტო ინსტიტუტებში; მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა დასასვენებელი სახლების, პიონერთა ბანაკების, სანატორიუმების, საავადმყოფოებისა და კულტურის სახლების ტიპური და ინდივიდუალური პროექტები; 1960 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისში, საპროექტო ინსტიტუტის სახელოსნოს ხელმძღვანელად, შემდეგ კი ინსტიტუტის მთავარ არქიტექტორად; პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში პროფესორის დარგში; მუშაობდა საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტის კომპლექსის პროექტირებაზე; 1964 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") თავმჯდომარედ; 1970 წლიდან წლების განმავლობაში თბილისის ზონალური ს/კ ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტის ("თბილზნიიეპი") დირექტორი იყო; 1986 წელს დააარსა პერსონალური შემოქმედებითი არქიტექტურული სახელოსნო; მიღებული აქვს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემია, საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ოქროს მედალი (1973). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.254-255 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |