The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ იამანიძე

თეიმურაზ იამანიძე
დაბადების თარიღი:28 ივლისი, 1929
გარდაცვ. თარიღი:1999  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1952 წელს.

1953-1955წწ. მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქსოფელექტროს" ქუთაისის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში უფროს ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1955 წლიდან მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგმშენის" სისტემაში ქუთაისის სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1957 წლიდან ქუთაისის დამხმარე საწარმოთა კომბინატის უფროს ინჟინრად, რკინაბეტონის საამქროს უფროსად; 1964 წლიდან კომბინატის მთავარ ინჟინრად; 1969-1975წწ. ამავე კომბინატის დირექტორი იყო; მოგვიანებით სს "ჰიდრომშენებლის" გენერალურ დირექტორად დაინიშნა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.257-258

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: