შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია კახიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს და ასპირანტურა. 1959-1962წწ. მუშობდა სხვადასხვა საპროექტო ინსტიტუტში. 1972 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე მუშაობს ჯერ ასისტენტის, მერე დოცენტის და შემდეგ ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. 1987- 2007წწ. იყო სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი შრომა. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პარალელურად ის აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. ინჟინერ-მშენებელი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1972, ქ. მოსკოვი). სადისერტაციო თემა - "მაღლივი კარკასული შენობების ექსპერიმენტულ-თეორიული გამოკვლევა სეისმომედეგობაზე კონსტრუქციების სივრცითი მუშაობის გათვალისწინებით". წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 80-82; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |