The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლია კახიანი

ლია კახიანი
დაბადების თარიღი:1937
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 2025  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს და ასპირანტურა. 

1959-1962წწ. მუშობდა სხვადასხვა საპროექტო ინსტიტუტში. 1972 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე მუშაობს ჯერ ასისტენტის, მერე დოცენტის და შემდეგ ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. 1987- 2007წწ. იყო სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი. გამოქვეყნებული აქვს 114 სამეცნიერო შრომა, მათ შორის: 8 მონოგრაფია, 12 სახელმძღვანელო, 21 მეთოდური მითითება და "ევროკოდი 2" ქართულ ენაზე. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პარალელურად ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის "ქალთა ასოციაციის" წევრი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინჟინერ-მშენებელი.

სადისერტაციო თემა - "მაღლივი კარკასული შენობების ექსპერიმენტულ-თეორიული გამოკვლევა სეისმომედეგობაზე კონსტრუქციების სივრცითი მუშაობის გათვალისწინებით".

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 80-82; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge; ინტერპრესნიუსი: interpressnews.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: