შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზინაიდა კვაჭაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1943 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ის საქართველოს პარტიულ, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე მუშაობდა. სხვადასხვა წლებში იყო: კომკავშირის რაიკომის I მდივანი, საქალაქო კომიტეტის მდივანი (1955-1956), ცენტრალური კომიტეტის მდივანი (1956-1957), საქართველოს სსრ ვაჭრობის მინისტრი (1957-1962), საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი, ქალთა რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე (1989-2005). პარტიული და საზოგადო მოღვაწე. წყარო:საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.82-83; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.284 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |