The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან იაშვილი

ლევან იაშვილი
დაბადების თარიღი:3 ივლისი, 1952
გარდაცვ. თარიღი:2015  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამდინარო ნაგებობებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სპეციალობით 1974 წელს.

1974-1975წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად; 1975-1976წწ. ამავე ტრესტის სახლსაშენი კომბინატის ინჟინრად; 1976-1979წწ. N6 სამშენებლო ტრესტის ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსად; 1979-1981წწ. სამრეწველო-საწარმოო კომბინატის მთავარ ინჟინრად; 1981-1987წწ. მუშაობდა N6 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად, 1987-2000წწ. "საქგეოლოგიის" ჩრდილო-დასავლეთის გეოლოგიურ ექსპედიციაში უფროსის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 2006 წლიდან არის შპს "ტავ-ჯორჯიას" სამშენებლო სამსახურის ინჟინერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.259; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.189-190


გააზიარე: