Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან იაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამდინარო ნაგებობებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სპეციალობით 1974 წელს. 1974-1975წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად; 1975-1976წწ. ამავე ტრესტის სახლსაშენი კომბინატის ინჟინრად; 1976-1979წწ. N6 სამშენებლო ტრესტის ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსად; 1979-1981წწ. სამრეწველო-საწარმოო კომბინატის მთავარ ინჟინრად; 1981-1987წწ. მუშაობდა N6 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად, 1987-2000წწ. "საქგეოლოგიის" ჩრდილო-დასავლეთის გეოლოგიურ ექსპედიციაში უფროსის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 2006 წლიდან არის შპს "ტავ-ჯორჯიას" სამშენებლო სამსახურის ინჟინერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.259; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.189-190
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |