The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ჯორჯაძე

დაბადების თარიღი:1 თებერვალი, 1882
გარდაცვ. თარიღი:1939  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი 1908 წელს.

1917 წლამდე მუშაობდა რუსეთის რკინიგზის მშენებლობაზე. 1922 წლიდან რუსეთში სამოქალაქო ომის დროს დანგრეული რკინიგზების აღდგენაზე. 1923 წლიდან საქართველოში ხელმძღვანელ თანამდებობებზე იყო გზების მშენებლობის დარგში. იგი ამიერკავკასიასა და საქართველოში თანამედროვე გზატკეცილების მშენებლობის ფუძემდებელია. მისი ხელმძღვანელობით აიგო მრავალი ხიდი, მათ შორის, სსრ კავშირში პირველი ბონდის ხიდი მდინარე მაგანაზე, სოფელ ჯვარში (ახლანდელი ქ. ჯვარი, 1932; ინჟინერ კრილცოვის პროექტი). მისი ინიციატივით დაარსდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტში საავტომობილო გზების მშენებლობის ფაკულტეტი. გზების მშენებელი, პროფესორი (1930).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.573; წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 345


გააზიარე: