The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ ჯორჯაძე

ვასილ ჯორჯაძე
Date of birth:29 February, 1856
Date of death:20 December, 1927  (at 71 years)
Burial location:სოფელ გრემის სასაფლაო, კახეთი
Category:Engineer, Military Person, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გრემი, ყვარლის რაიონი. 

1882-1917 წწ. სამხედრო ინჟინრად მუშაობდა თბილისში, ქუთაისში, ბაქოში, მაჰაჩყალაში, სტავროპოლში. სამხედრო სამსახურთან ერთად სამოქალაქო საინჟინრო საქმიანობასაც ეწეოდა. კავკასიაში პირველმა მან დაიწყო რკინაბეტონის ასაწყობი კონსტრუქციების დამზადება (1907 წელს დააპროექტა და განახორციელა რკინაბეტონის თხელი კედლების კონსტრუქცია). ქართული გიმნაზიის (ახლანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მშენებლობაზე ხელმძღვანელობდა ბეტონისა და რკინაბეტონის სამუშაოებს (1900-1906), ამავე დროს განაგებდა თბილისის უნივერსიტეტის მშენებლობისათვის მატერიალური სახსრების შეგროვების საქმესა და ხელმძღვანელობდა საირიგაციო მშენებლობას მდინარე არაქსის ველზე, აგრეთვე მდინარე დურუჯის სარეგულაციო სამუშაოებს, აქტიურად მონაწილეობდა მდინარე ალაზანზე შაქრიანის ხიდის მშენებლობაში. იმ პერიოდის პრესაში (ჟურნალი "კავკაზსკოე სელსკოე ხოზაისტვო", გაზეთი "კავკაზი" და სხვა გამოქვეყნებული აქვს სტატიები მთის მდინარეთა რეგულირებისა და ნიაღვრის წყლებთან ბრძოლის, ტყისა და ბუნების დაცვის შესახებ; იყო ცნობილი სპორტსმენი, კავკასიაში ერთ-ერთი პირველი ველომრბპლელი, საქართველოში ველომოყვარულთა ნაკრების შემქმნელი და დამფუძნებელი; თბილისში, სტავროპოლსა და ვლადიკავკაზში ველოტრეკების მშენებლობის ინიციატორი, მათ შორის აღსანიშნავია ქ. თბილისში დ. უზნაძის ქუჩაზე არსებული ველოდრომი, სადაც არაერთმა თვალსაჩინო ქართველმა ველომრბოლელმა მიიღო სპორტული ნათლობა და დახელოვნდა სპორტის ამ სახეობაში. ქართველი სამხედრო ინჟინერი, პოლკოვნიკი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.573; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.758-759; radiotavisupleba.ge


Share: