შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია კიკაბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი 1988 წელს და ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა. 1989 წელს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მექანიზაციის ფაკულტეტის გამოყენებითი მექანიკის ფაკულტეტზე იწყებს მუშაობას ლაბორანტად, შემდეგ ჰიდროტექნიკის და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრაზე გადადის სამუშაოდ. ის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას წარმატებით უთავსებს პედაგოგიურ მოღვაწეობას სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაციის დეპარტამენტში. მას მრავალ სამეცნიერო კონფერენციაში, სემინარსა და სიმპოზიუმში აქვს მიღებული მონაწილეობა. აგროინჟინერიის დოქტორი (2008). სადოქტორო დისერტაციის თემა - "სასოფლო-სამეურნეო კულტურების მორწყვის ნორმა ბუნებრივ-კლიმატური კომპლექსური მახასიათებლების გათვალისწინებით". წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.86-87 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |