The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არსენ ჯორჯიაშვილი

არსენ ჯორჯიაშვილი
ოფიციალური სახელი:არსენ ჯოიაშვილი
დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1881
გარდაცვ. თარიღი:1 მარტი, 1906  (24 წლის ასაკში)
კატეგორია:სახალხო გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ენაგეთი, თბილისის მაზრა (ახლანდელი თეთრიწყაროს რაიონი).

მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების ჩამომსხმელ საამქროში. 1905 წელს მონაწილეობდა პოლიციის მოხელეებსა და მეფის ჯარის ნაწილებზე შეიარაღებულ თავდასხმებში. სექტემბერში თავს დაესხა პლასტუნთა პოლკს და ათეული პლასტუნი ამოჟლიტა. მონაწილეობა მიიღო 1905 წლის დეკემბრის შეიარაღებულ ბრძოლებში. 1906 წლის 16 იანვარს ყუმბარით მოკლა კავკასიის სამხედრო შტაბის უფროსი გენერალი გრიაზნოვი. მეფის ჯალათებმა იგი შეიპყრეს და კავკასიის საოლქო სასამართლოს განაჩენით საგუბერნიო ციხეში ჩამოახრჩვეს. მის უკვდავსაყოფად თბილისში ყოფილ ბარიატინსკის ქუჩას, აგრეთვე სოფელ ენაგეთს ეწოდა მისი სახელი. იქვე დაიდგა მისი ძეგლი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.574


გააზიარე: