The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჟანა კომპანიონი

ჟანა კომპანიონი
დაბადების თარიღი:11 ოქტომბერი, 1923
გარდაცვ. თარიღი:1997  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა.

1941 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის ორგანიზაციის ეკონომიკის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე. მას დიდი წვლილი მიუძღვის ამ კათედრის ჩამოყალიბების და შემდგომი განვითარების საქმეში. ის ეწეოდა ინტენსიურ პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას. იყო 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ჟ. კომპანიონი დიდი სამამულო ომის დროს მოხალისედ მუშაობდა და ხანგრძლივი საქველმოქმედო საქმიანობისთვის "ომის ვეტერანის" წოდება მიანიჭეს. 1974 წლამდე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის წევრი. ინჟინერ-მშენებელი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

სადისერტაციო თემა - "საწარმოო შენობების გადახურვის ფილების მონტაჟის ტექნოლოგია".

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 89-90; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.318

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: