The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ასათ გრიგოლისძე

სხვა სახელი:ასამ
დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:11??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი, გრიგოლისძეთა (გიშელთა) გვარის პირველი ცნობილი წარმომადგენელი. XII საუკუნის დასაწყისში ფლობდა ციხე გიშს. 1117 წლიდან, დავით აღმაშენებლის მიერ გიშის აღების შემდეგ, მეფის ვასალი გახდა და, როგორც ჩანს, მისგან ჰერეთის ერისთავობა მიიღო. XII-XIII საუკუნეებში ჰერეთის ცნობილი ერისთავები (გრიგოლისძენი) ასათის შთამომავლები იყვნენ.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.-თბ.,1975.-გვ.620


გააზიარე: