The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ზახაროვი

დაბადების თარიღი:1876  (148 წლის)
გარდაცვ. თარიღი:193?
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1907 წელს.

1908 წლიდან ირიცხებოდა მოსკოვის სასამართლო პალატის მოსკოვის ოლქის ნაფიც ვექილთა სიაში; 1910-იანი წლებიდან ცხოვრობდა სოხუმში და მუშაობდა ნაფიც ვექილად; იყო სოხუმის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრი; რედაქტორობდა სოხუმში გამომავალ გაზეთს - Сухумский вестник-ს. იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; 1917-1918წწ. იყო სოხუმის ოლქის კომისარი; იყო აფხაზეთის ეროვნული საბჭოს წევრი; საკონსტიტუციო დელეგაციის წევრი; 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ მუშაობდა ტფილისის მუშათა კოოპერატიულ კავშირში; 1923 წელს იყო აფხაზეთის ასსრ დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის პრეზიდიუმის წევრი; 1931 წელს, დიმიტრი ზახაროვი საბჭოთა უშიშროების სამსახურმა (სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო ГПУ) დააპტიმრა. 1931 წლის 8 ივნისს, საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს განსაკუთრებულმა სათათბირომ (ОСО ГПУ) მას საკონცენტრაციო ბანაკში 3 წლით გადასახლება მიუსაჯა. დიმიტრი ზახაროვის შემდგომი ბედი უცნობია.

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.238; სახელმწიფო არქივი: archive.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი (1919-)

გააზიარე: