The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურთაზ ჩაჩანიძე

მურთაზ ჩაჩანიძე
დაბადების თარიღი:3 აგვისტო, 1934
გარდაცვ. თარიღი:23 ნოემბერი, 2011  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პერევისა, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტორის სპეციალობით.

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1959 წელს, საპროექტო ინსტიტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში"; 1991 წლიდან ხელმძვანელობდა საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დამკვეთის სამმართველოს. ძირითადი ნამუშევრებია: სამედიცინო კიბერნეტიკის კომპლექსი ქ. სოხუმში (1970), კიბერნეტიკის ინსტიტუტი თბილისში (1960), თბილისის ბოტანიკური ბაღის სამკურნალო მცენარეთა ლაბორატორია (1972), ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი (აღდგენა- რეკონსტრუქცია ლ. მეძმარიაშვილთან ერთად, 1973; აღინიშნა I პრემიით); ცხინვალის და სოხუმის მუსიკალურ - დრამატული თეატრები (1984 ), ჯ. კახიძის სახელობის მუსკალური ცენტრის დარბაზის ინტერიერი (ლ. მეძმარიაშვილთან ერთად, 1980), საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტის საერთო საცხოვრებლის კომპლექსი თბილისში (1979), სასტუმრო თბილისში 150 ადგილზე (1980) და სხვა მრავალი პროექტი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.630

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტეკტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1978 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: