Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მურთაზ ჩაჩანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი პერევისა, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტორის სპეციალობით. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1959 წელს, საპროექტო ინსტიტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში"; 1991 წლიდან ხელმძვანელობდა საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დამკვეთის სამმართველოს. ძირითადი ნამუშევრებია: სამედიცინო კიბერნეტიკის კომპლექსი ქ. სოხუმში (1970), კიბერნეტიკის ინსტიტუტი თბილისში (1960), თბილისის ბოტანიკური ბაღის სამკურნალო მცენარეთა ლაბორატორია (1972), ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი (აღდგენა- რეკონსტრუქცია ლ. მეძმარიაშვილთან ერთად, 1973; აღინიშნა I პრემიით); ცხინვალის და სოხუმის მუსიკალურ - დრამატული თეატრები (1984 ), ჯ. კახიძის სახელობის მუსკალური ცენტრის დარბაზის ინტერიერი (ლ. მეძმარიაშვილთან ერთად, 1980), საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტის საერთო საცხოვრებლის კომპლექსი თბილისში (1979), სასტუმრო თბილისში 150 ადგილზე (1980) და სხვა მრავალი პროექტი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.630 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |