The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ გუდავა

თენგიზ გუდავა
დაბადების თარიღი:28 ნოემბერი, 1953
გარდაცვ. თარიღი:16 აპრილი, 2009  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა ქ. მოსკოვის N2 სამედიცინო ინსტიტუტი ბიოფიზიკოსის სპეციალობით. 1970-იან წლებში ახალგაზრდობის არაფორმალური ლიდერი და  დისიდენტი; ორჯერ გასამართლებული და დაახლობით 5 წელი ბანაკში გაატარა; 1987 წელს თენგიზ გუდავა საბჭოთა კავშირიდან გააძევეს. ცხოვრობდა შეერთებულ შტატებში, შემდეგ კი მიუნხენში და პრაღაში მუშაობდა "რადიო თავისუფლების" ქართულ და რუსულ რედაქციებში. თავის ძმასთან და სხვა ცნობილ დისიდენტებთან ერთად ჩამოაყალიბა საერთაშორისო ორგანიზაცია "Democracy and Independence"; ცნობილი იყო მწვავე პოლემიკური სტატიებით, რომლებიც იბეჭდებოდა ემიგრანტულ პრესაში და ინტერნეტში; ავტორია ორი რომანისა და მოთხრობებისა. ტრაგიკულად დაიღუპა პრაღაში, გაურკვეველ ვითარებაში. "რადიო თავისუფლების" რედაქტორი, უფლებადამცველი, დისიდენტი. 

წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია : en.wikipedia.orglivelib.ru


გააზიარე: