The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გუზანი

ოფიციალური სახელი:გუზან აბულასანის ძე
დაბადების თარიღი:11??
გარდაცვ. თარიღი:11??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ქართველი პოლიტიკური მოღვაწე XII საუკუნის ბოლოს, კლარჯეთისა და შავშეთის მფლობელი. თამარ მეფემ მას ტაოც უბოძა. აქედან წარმოდგა მისი ზედწოდება - "ტაოსკარელი". 1191 წელს, თამარის წინააღმდეგ დიდებულთა აჯანყების დროს, გუზანი პირველი განუდგა მეფეს და გიორგი რუსს მიემხრო. აჯანყების დამარცხების შემდეგ დაუკავშირდა შაჰარმენს (ხლართის მმართველს). შაჰარმენის დიდძალი ლაშქარი გუზანის შვილთან ერთად კოლის მთებში შემოვიდა. თამარის ერთგულმა მხედრობამ ზაქარია ფანასკერტელის მეთაურობით დაამარცხა ეს ლაშქარი და ტყვედ ჩავარდნილი გუზანი დავით სოსლანის ბრძანებით დააბრმავეს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ.,1978.-გვ.296


გააზიარე: