შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფელიქს იზორია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი მიმოსვლის გზათა მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს. 1962 წელს მუშაობა დაიწყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" საგზაო სამმართველოში გზის ოსტატად, უბნის უფროსად; 1975-1978წწ. სამოქალაქო ბინათმშენებლობის სამმართველოს უბნის უფროსი იყო; 1978-1979წწ. მუშაობდა საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს ფოთის N2 სამშენებლო ტრესტის ზუგდიდის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უბნის უფროსად; 1985-1997წწ. ხელმძღვანელობდა სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს; 1998 წლიდან სს "საქგვირაბმშენის" მმართველის მოადგილე იყო მშენებლობის დარგში; 2002 წლიდან "ზარამაგჰესის" მთავარი სპეციალისტი; 2005 წლიდამ შპს "საიოს" მთავარი ინჟინერია; მონაწილეობდა "ენგურჰესის", ჯვარის კვანძის, რეჩხის, ზუგდიდის დამხმარე საწარმოთა კომბინატის და სხვადასხვა ობიექტების მშენებლობაში; 1972-1975წწ. იყო წალენჯიხის რაისაბჭოს დეპუტატი; 1979 წელს არჩეულ იქნა ზუგდიდის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. შრომის ვეტერანი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.260
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |