შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა ილურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამშენებლო ნაკეთობების ტექნოლოგიის სპეციალობით 1979 წელს. 1979-1992წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენის" N2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში ოსტატად, უბნის უფროსად; 1992-1993წწ. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის კაპიტალური მშენებლობის მთავარ სამმართველოში წამყვან სპეციალისტად; 1993-1999წწ. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოში წამყვან და შემდგომ მთავარ სპეციალისტად; 1999-2003წწ. წმინდა სამების საკათედრო ტაზრის მშენებლობის ფონდის დირექციის წამყვან სპეციალისტად - ტექნიკურ ზედამხედველად; 2003-2009წწ. იყო ამავე ფონდის მთავარი ინჟინერი; 2009-2010წწ. მუშაობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე პროექტების კოორდინაციის სამსახურის მთავარ სპეციალისტად; 2010-2012წწ. მთავარი მენეჯერის მოადგილედ; 2013 წლიდან საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის პროგრამების კოორდინატორია; აქტიურად მონაწილეობდა ბაგრატისა და სვეტიცხოვლის ტაძრების, ჯვრის მონასტრის და შიო-მღვიმის სამონასტრო კომპლექსის, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის, ფუძნარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოებში, წმ. სამების საკათედრო ტაძრის სამშენებლო-სამონტაჟო და მოსაპირკეთებელ სამუშაოებში, საქართველოს პარლამენტის, სასტუმრო "თბილისის", წყალტუბოს სამთავრობო "თბილისის", წყალტუბოს სამთავრობო რეზიდენციის სარეკონსტრუქციო და აღდგენით სამუშაოებში და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.260-261
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |