The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როინ იმედაძე

როინ იმედაძე
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1964წწ. მუშაობდა საპროექტო ორგანიზაციაში; 1964 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის კონსტრუქციების კათედრაზე ლაბორატორიის გამგედ; 1978-1987წწ. სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1987-2004წწ. სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი; 2004-2006წწ. გაერთიანებული კათედრების დეპარტამენტის უფროსი იყო; 2006 წლიდან სამშენებლო ფაკულტეტის "ნაგებობათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და ტექნიკური ექსპერტიზის" დეპარტამენტის პროფესორია; 2005 წლიდან არის სამეცნიერო ტექნიკური ჟურნალ "მშენებელის" რედაქტორის მოადგილე; ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაჯილდოებულია სიგელით "წარმატებული პედაგოგიური და მეცნიერული მუშაობისათვის" (2009); საპატრიარქოს საპატიო სიგელი. 2010 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის წევრი, გამოქვეყნებული აქვს 75 სამეცნიერო ნაშრომი, 3 მონოგრაფია და 10 სახელმძღვანელო. დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად 1974 წელს. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.261; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.93

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: