The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო იმნაძე

სოსო იმნაძე
დაბადების თარიღი:24 სექტემბერი, 1917
გარდაცვ. თარიღი:2001  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1935 წელს, ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-კონსტრუქტორის კვალიფიკაციით 1941 წელს.

1941-1945წწ. როგორც III რანგის სამხედრო ინჟინერი, მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1945-1946წწ. მუშაობდა ქუთაისის ლითოფონის ქარხანაში სამშენებლო-სარემონტო საამქროსა და კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1949-1954წწ. სსრკ ქიმიური მრეწველობის სამინისტროს საქართველოს სამშენებლო ტრესტის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; 1954-1956წწ. ჩორდის ბარიტის მაღაროთა სამმართველოს დირექტორად; 1956-1961წწ. იყო საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მშენებლობის უფროსი; საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის მოპირკეთების სამუშაოთა სამმართველოს უფროსი; 1961 წელს დაინიშნა N4 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1963-1990წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" ქუთაისის ფილიალის დირექტორად; იყო სხვადასხვა პროექტების ავტორი და ასევე ზედამხედველობას უწევდა სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობის მშენებლობას; იყო სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოების კავალერი; არაერთგზის იყო არჩეული ქ. ქუთაისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად, აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონფერენციებში. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.262; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.136

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: