The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის ინასარიძე

ბორის ინასარიძე
დაბადების თარიღი:12 სექტემბერი, 1933
გარდაცვ. თარიღი:1994  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კრიხი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი წყალმომარაგებისა და ექსპლუატაციის სპეციალობით 1954 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მელიორაციის ფაკულტეტი 1958 წელს.

მუშაობდა საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ "საქწყალპროექტში ჯგუფის ხელმძღვანელად, სამშენებლო ტრესტ "სამგორწყალმშენში" უბნის უფროსად, სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" აფხაზეთის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად; იყო სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" მმართველი, რესპუბლიკური საწარმოო გაერთიანება "საქწყალექსპლუატაციის" უფროსის მოადგილე და "საქსოფწყალმომარაგების" თავმჯდომარე; იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; ხელმძღვანელობდა ქვემო სამგორისა და ზემო ალაზნის სარწყავი სისტემების, ზონკარის ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავის, კოლხეთის დაბლობის დამშრობი ნაგებობების, სამრეწველო-სამოქალაქო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობას; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქ. ფოთის მშენებლობისა და განვითარების საქმეში; არაერთგზის იყო არჩეული ცხინვალისა და ფოთის საქალაქო საბჭოების დეპუტატად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.262-263

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: