The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ინასარიძე

გივი ინასარიძე
Date of birth:18 April, 1927  (98 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კრიხი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1948 წელს.

მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად, საპროექტო-სახარჯთაღრისხვო ბიუროს უფროსად, დამხმარე საწარმოთა კომბინატის უფროსად, N332 სამშენებლო-სამონტაჟო მატარებლის უფროსად; 1976-1983წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" დამხმარე საწარმოთა კომბინატის დირექტორი, სპეციალური სამონტაჟო სამმართველო "საქსპეცშახტმონტაჟის" მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით  რესპუბლიკის სატრანსპორტო მშენებლობასა და შახტმშენრბლობასთან დაკავშირებული არაერთი სამრეწველო-სამოქალაქო დანიშნულების ობიექტი იქნა აშენებული, რისთვისაც დაჯილდოვდა საქართველოს სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.263

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: