შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ინაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1954 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო წყალთა მეურნეობის გორის სასისტემო სამმართველოში ინჟინერ-ჰიდრომექანიკოსად; 1965 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N9 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოს; 1972-1974წწ. სათავეში ედგა ამავე სამინისტროს N5 რკინაბეტონის ქარხანას; 1974 წლიდან იყო გორის მშენებარე სახლმშენებელი კომბინატის დირექტორი, ასევე, კაპიტალური მშენებლობის გორის სარაიონთაშორისო სამმართველოს უფროსი; მონაწილეობდა გორის წისქვილკომბინატის, საკონსერვო ქარხნის, მაცივარ-კომბინატის, ხაშურის საგალანტერეო ფაბრიკის, ბაკურიანის სპორტული ობიექტების, გორის წყალსადენის სათავისა და მაგისტრალური ქსელების მშენებლობაში; მისი ხელმძღვანელობით აშენდა გორის, ახალციხის, ახალქალაქის კულტურის სახლები, კინოთეატრები, საავადმყოფოები, სასტუმროები; ასევე, სკოლები და საცხოვრებელი სახლები (ბოგდანოვკაში, ბორჯომში). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.263 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |