The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შორენა კუპრეიშვილი

შორენა კუპრეიშვილი
დაბადების თარიღი:1976  (48 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ჰიდრომელიორაციის და საინჟინრო ეკოლოგიის ფაკულტეტი 1998 წელს და ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა 2000 წელს.

მუშაობდა: 2001-2004 წწ. - საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტში, ჰიდროტექნიკური  მელიორაციის კათედრაზე, უფროსი ლაბორანტად; 2004-2006 წწ. - საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტში, საინჟინრო ნაგებობების, სამშენებლო მასალებისა და გრუნტის მექანიკის კათედრზე, ასისტენტად; 2006-2011 წწ. - საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში, სოფლის მეურნეობის მელიორაციის დეპარტამენტში, უფროს მასწავლებლად; 2006-2013 წწ. - წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის  ბუნებრივი კატასტროფების განყოფილებაში, მეცნიერ-თანამშრომელად; 2007-2012 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში, სამეცნიერო საბჭოს სწავლულ მდივანად; 2012  წლიდან დღემდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში, დირექტორის თანაშემწედ; 2013 წლიდან დღემდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში, მელიორაციული სისტემების დაპროექტებისა და ექსპერტიზის განყოფილების ხელმძღვანელად. 2013 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ინჟინერ-ეკოლოგი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2003), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის (2004).

სადისერტაციო თემა-"მაღალდისპერსიულ თიხანიადაგ-გრუნტებში დამშრობ-მარეგულირებელი ქსელის საანგარიშო პარამეტრების დადგენა".

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 90-91; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის პორტალი: www.wmi.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: