The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯუანშერ ჯუანშერიანი

დაბადების თარიღი:7??
გარდაცვ. თარიღი:7??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

"ქართლის ცხოვრების" მიხედვით, VIII საუკუნეში მოღვაწე ერისთავი, ქართლის მეფეების ნათესავი, რომელსაც არჩილ მეფემ თავისი "რეფორმების" დროს მისცა ჯვარი, ხერკი, მთიულეთი, მანგლისის ხევი და თბილისი. "ქართლის ცხოვრების" ერთ-ერთი მინაწერი მას მიაკუთვნებს საისტორიო მეცნიერებაში ჯუანშერის სახელით ცნობილ თხზულებას, რაც არ შეეფერება სინამდვილეს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.578


გააზიარე: