The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვენერა კუჭუხიძე

ვენერა კუჭუხიძე
Date of birth:1933  (91 years)
Category:Economist, Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი 1975 წელს და მოსკოვის მსუბუქი მრეწველობის ცენტრალური მართვის ტექნიკური პროგრესის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (დაუსწრებლად) 1969 წელს.

1957-1971წწ. მუშაობდა ქუთაისის მაუდის კომბინატში მწუნდებლად, სართავი საამქროს ცვლის უფროსად, საამქროს უფროსად და ნედლეულის ხარისხის უფროს ინჟინრად. 1971 წელს მან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის  ფილიალში ბოჭკოვან მასალათა ტექნოლოგიის კათედრაზე, იყო ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი და 1978 წლიდან კურატორთა  საბჭოს თავმჯდომარე. 1980-2005წწ. მუშაობდა ინსტიტუტის პროფკავშირის თავმჯდომარის თანამდებობაზე. წლების განმავლობაში მუშაობდა "ქსოვისა და გამომყვანი წარმოების" კათედრის გამგის მოადგილეს, დეკანის მოადგილედ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში. 1998 წელს მას მიენიჭა დოცენტის წოდება საფეიქრო ნაწარმის ტექნოლოგიის სპეციალობით. ამავე წელს ის დაინიშნა ინსტიტუტის კვლევითი ცენტრის უფროსად. ვ. კუჭუხიძე  არის ორი გამოგონებისა და 40 სამეცნიერო შრომის ავტორი. ინჟინერ-ფეიქარი.

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 93-95

Awards and Honors

  • უნივერსიტეტის დამსახურებული მოღვაწე

Share: