The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როლანდ იოსელიანი

როლანდ იოსელიანი
Date of birth:9 November, 1938  (86 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრესდია.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს.

1961-1965წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახწყალპროექტში" ინჟინრად; 1965-1981წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს მთავარინჟინრად; 1981-1994წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს მარნეულის N6 სამშენებლო ტრესტის მმართველად; 1995 წლიდან სს "ქვემო ქართლის" გენერალური დირექტორია; ხელმძღვანელობდა თბილისის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის სამოქალაქო-სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას. მათ შორის აღსანიშნავია თბილისის ბეჭდვითი კომბინატი, აკად. კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის კომპლექსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, კინოთეატრი (მცხეთაში), ყაზბეგის ტურისტული ბაზა, კოდისა და თამარისის მეფრინველეობის ფაბრიკები, 600-საწოლიანი საავადმყოფო მარნეულში, სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლები თეთრიწყაროს, ბოლნისის, დმანისისა და საჩხერის რაიონებში; არის საქართველოს მშენებელთა ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.264-265; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.294

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • ღირსების მედალი

Share: