The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ირემაშვილი

ნოდარ ირემაშვილი
დაბადების თარიღი:13 მაისი, 1952  (72 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის (ქალაქგეგმარების) სპეციალობით 1973 წელს.

1973-2008წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" არქიტექტორად, პროექტის მთავარ არქიტექტორად, სახელოსნოს ხელმძღვანელად; 1998-2001წწ. პარალელურად იყო ქალაქ ფოთის მერიის საპროექტო ბიუროს "ფოთიქალაქპროექტის" მთავარი არქიტექტორი; მისი პროექტებია: ქალაქ თბილისის ისტორიული უბნის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის პროექტები; ცალკეული სახლების და ნაგებობების პროექტების საინვესტიციო პროგრამები; ქალაქ თბილისის ცენტრის დდპ 1990 წელი; ქალაქ თბილისის გენერალური გეგმა 2003 წელი; ქალაქ ფოთის დიდი კუნძულის დდპ 1999 წელი; ქალაქ ფოთის მალთაყვის უბნის განაშენიანების პროექტი 1999 წელი; ქალაქ ფოთის მალთაყვის უბნის სანაპირო ზოლის ფეხმავალთა ბულვარის და მისასვლელი გზების მუშა პროექტი 2015 წელი; სატრანსპორტო კვანძი ჩელუსკინელების ქუჩასა და დავით აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთაზე 1974 წელი; სატრანსპორტო კვანძი ავჭალის გზატკეცილზე გლდანი-დიდი დიღომის გადამკვეთ მაგისტრალზე 1977 წელი; საცხოვრებელი რაიონის "ზემო ელია და ქვემო ელიას" დდპ 1982 წელი; მეტროსადგურ "ზემო ელიას" მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების პროექტი 1984 წელი; მეტროსადგურ "ქვემო ელიას" მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების პროექტი 1984 წელი; "ზღვის უბნის" ექსპერიმენტული მიკრორაიონის დდპ 1984 წელი (საკავშირო კონკურსში პირველი პრემიით პრემირებული); "ზღვის უბნის" პირველი მიკრორაიონის მუშა პროექტი 1985 წელი; "ზღვის უბნის" ინდივიდუალური ბინათმშენებლობის განვითარების პროექტი 1998 წელი; საცხოვრებელი უბანი "ბაბისხევის" დაგეგმარება და მუშა პროექტი 1999 წელი; საცხოვრებელი სახლები მიცკევიჩის ქუჩაზე, მეტეხის ქუჩაზე, ისნის ქუჩაზე, გოგებაშვილის II ჩიხში, ამაღლების ქუჩაზე, ყიფშიზის ქუჩაზე, ღამბაშიძის ქუჩაზე, იაშვილის ქუჩაზე, ინგოროყვას ქუჩაზე, ჭონქაძის ქუჩზე; სასტუმრო "მეტეხის" წარბზე 1999 წელი, N98 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ავლაბარში 2003 წელი (ქ. თბილისი); დაჯილდოებულია: III პრემიით ამიერკავკასიის ხალხთა მეგობრობის მემორიალის შექმნისთვის (1977), I პრემიით საკავშირო პროექტების დათვალიერებაზე (1981), III პრემიით დიდგორის მემორიალისთვის (1998), I პრემიით სერიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რესპუბლიკურ კონკურსზე (1990), 2000 წელს წლის საუკეთესო პროექტისთვის.

 წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.265

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი

გააზიარე: