შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სევერიან ჯუღელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, თერჯოლის რაიონი. ქუთაისის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1891 წელს, სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1893 წელს სემინარიელთა გაფიცვაში მონაწილეობისათვის სემინარიიდან გარიცხეს, იყო "მესამე დასის" წევრი. შედიოდა სოციალ-დემოკრატთა თბილისის კომიტეტში. 1899 წელს თბილისში ჩატარებული პირველმაისობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. 1902 წელს თბილისიდან გაასახლეს. 1903 წელს დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ დაბრუნდა. 1907 წელს აირჩიეს II სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად თბილისის გუბერნიიდან. სათათბიროს დათხოვნის შემდეგ (1907 წლის 3 ივნისი) ფრაქციის სხვა წევრებთან ერთად სამართალში მისცეს. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ არალეგალურად ცხოვრობდა თბილისში. 1909 წელს კვლავ დააპატიმრეს. გარდაიცვალა მეტეხის ციხეში. მან პუბლიცისტური მოღვაწეობა სემინარიაში სწავლის დროს დაიწყო. თანამშრომლობდა გამომცემლობებთან: "ივერია", "ცნობის ფურცელი", "კვალი", "სხივი", "ლამპარი", "განთიადი", "ჩვენი აზრი" და სხვა. პოლიტიკურო მოღვაწე, მენშევიკი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.580; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.126
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |