The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ ჯუღელი

სიმონ ჯუღელი
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1888
გარდაცვ. თარიღი:14 აპრილი, 1935  (46 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სვირი, ზესტაფონი რაიონი.

1907-1915 წლებში აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა სოხუმში, შემდეგ- თბილისში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართველოს აფთიაქების მუშაკთა პროფკავშირი, რომლის თავმჯდომარედაც თვითონვე აირჩიეს. 1920 წელს აქტიურ პარტიულ და პროფკავშირულ მუშაობას განაგრძობდა ვლადიკავკაზში. იქვე შექმნა მედიცინის მუშაკთა პროფკავშირი. იგი აირჩიეს "მედსანშრომის" საოლქო პროფკავშირის თავმჯდომარედ და შეიყვანეს რკპ (ბ) ვლადიკავაზის საოლქო კომიტეტში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების (1921) შემდეგ ხელმძღვანელ თანამდებობებზე იყო. პროფესიონალი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.580

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომპარტია, წევრი (1907-)
  • საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტი, წევრი
  • საქართველოს კომუნისტური პარტია (ბ), წევრი
  • საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური საკონტროლო კომისია, წევრი
  • ცენტრალური კომიტეტისა და თბილისის კომიტეტი, წევრი

გააზიარე: