შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა მაღრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ხარაგაული. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1985 წელს და ასპირანტურა 1988 წელს. 1985 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტზე ლაბორატორიის გამგის თანამდებობაზე; 1988-1995წწ. მუშაობდა უფროს მასწავლებლად; 1995 წლიდან მუშაობა დაიწყო მაგისტრატურის დეპატრამენტში ჯერ უფროს მასწავლებლად, 1999 წლიდან კი დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, ხოლო 2005 წელს, დაინიშნა აკადემიური პროცესების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მაგისტრატურის სექტორის უფროსად. 2006 წლიდან ის საწარმოო და ოპერაციული მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. მ. მაღრაძე მრავალი სამეცნიერო შრომისა და რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი და სადოქტორო პროგრამის "ინოვაციური მენეჯმენტის" ხელმძღვანელია. მონაწილეობას იღებს რეგიონალურ და საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მისი უშუალო ინიციატივით შეიქმნა საინჟინრო მენეჯმენტის სექცია. არის საინჟინრო აკადემიის მრჩეველი. ინჟინერ სისტემოტექნიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2006). წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ. 97-98 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |