შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელზა მახარობლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1966 წელს. 1966 წელს მუშაობა სურამის მინის ქარანაში უფროს ინჟინრად დაიწყო, შემდეგ თბილისის საშენ მასალათა ბიუროში ჯერ უფროსი, შემდეგ წამყვან ინჟინრია. 1978-1998წწ. კვების მრეწველობის საპროექტო ინსტიტუტში მუშაობს, ხოლო 1998-2001წწ. ის სახაზინო საწარმო "ხარისხის სამშენებლო პროდუქციის" ექსპერტია. 2001 წელს გადავიდა შპს "მშენებელში", სადაც ჯერ დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო შემდეგ დირექტორად, 2005 წლის აგვისტოდან ის რეგისტრირებული კავშირის "მშენებელი-5"-სერთიფიკაციის ორგანოს დირექტორია. ინჟინერ-ტექნოლოგი. წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.99-100
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |