The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გულჩარა

სხვა სახელი:გულჩორა
დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:დიპლომატი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ქართველი დიპლომატი ქალი XVI საუკუნის უკანასკნელ მეოთხედსა და XVII საუკუნის დამდეგს; ზოგიერთი მოსაზრებით, გიორგი X-ის ასული. 1600 წელს ქართლის მეფე სიმონ I-ის ტყვეობიდან გამოსახსნელად სტამბოლში გაიგზავნა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ გულჩარა და მისი ძმა დავითი. იქ დაუახლოვდა სულთნის დედას და მისი ნდობა დაიმსახურა. ირან-ოსმალეთის ომის დროს (1602-1612) სულთანმა და მისმა დედამ აბას I-თან მოლაპარაკება მიანდვეს, ზავის შემოხვევაში სულთანი ჰპირდებოდა სიმონ I-ის განთავისუფლებას. საზავო პირობების შეთანხმების მიზნით გულჩარა რამდენიმეჯერ შეხვდა სულთანსა და შაჰს. 1612 წლის სექტემბერს გულჩარა ირანის ელჩის თანხლებით სტამბოლში დაბრუნდა. თავისი დიპლომატიური ნიჭის წყალობით გულჩარამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ირან-ოსმალეთის 1612 წლის საზავო ხელშეკრულების დადებაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ.,1978.-გვ.306


გააზიარე: