The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონიდ კვინიხიძე

ლეონიდ კვინიხიძე
ოფიციალური სახელი:ლეონიდ ფაინციმერი
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1937
გარდაცვ. თარიღი:13 მარტი, 2018  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:შუშარსკოეს სასაფლაო, ქ. სანქტ-პეტერბურგი
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლენინგრადი.

დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (ВГИК) 1962 წელს.

1960-1963წწ. მუშაობდა ცენტრალურ და ლენინგრადის დოკუმენტური ფილმების სტუდიებში, იღებდა ქრონიკალურ ფილმებს; 1963 წლიდან იყო კინოსტუდია "ლენფილმის" რეჟისორი; 1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "მოსფილმში"; 1965 წლიდან იღებდა მხატვრულ ფილმებს; 1973 წელს გადაიღო ფილმი ა. ტოლსტოის რომანის მიხედვით "ინჟინერ გარინის ჰიპერბოლოიდი" (ტელესერიალი "ინჟინერ გარინის კრახი"); წარმატებული იყო მისი მუსიკალური ფილმები: "ჩალის ქუდი", "ზეციური მერცხლები", "31 ივნისი", "ქუდი" და "მერი პოპინს, მშვიდობით"; 1992 წელს დადგა ფილმი "თეთრი ღამეები". იგი იყო მოსკოვის სახელმწიფო თეატრის "მიუზიკ-ჰოლის" მთავარი რეჟისორი და მხატვრული ხელმძღვანელი; ოდესის მუსიკალური კომედიის თეატრის რეჟისორი, აგრეთვე ყირიმის სახელმწიფო აკადემიური მუსიკალური თეატრის (УАМТ) მხატვრული ხელმძღვანელი; 2003-2006წწ. იყო ნოვოსიბირსკის მუსიკალური თეატრის რეჟისორი; 2006-2008წწ. სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო მუსიკალური თეატრის "კარამბოლ"-ის მთავარი რეჟისორი; 2011 წლამდე მუშაობდა ხაბაროვსკის ოლქის მუსიკალური თეატრის მხატვრულ ხელმძღვანელად და მთავარ რეჟისორად. არის თათარსტანის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ფილმისთვის "მოაბიტური რვეული" (1968), ყირიმის რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მუშაკი, რუსეთის ფედერაციის ხელოვნების დამსახურებული მუშაკი (1993), თეატრალური პრემია "ოქროს ნიღაბის" ლაურეატი სპექტაკლისთვის "ფიგარო აქ" (2006).


გააზიარე: