The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოფიო გურიელი

Legal name:სოფიო წულუკიძე
Date of birth:17??
Date of death:7 September, 1829
Category:Nobleman

Biography

გურიის სამთავროს გამგებელი 1826-1828 წლებში, მამია V გურიელის მეუღლე, გიორგი წულუკიძის ასული. ქმრის გარდაცვალების (1826) შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა გურიის სამთავროს სამმართველოს საბჭოს თავმჯდომარედ. საბჭოში ექვსი წევრი შედიოდა: ვახტანგ ერისთავი, დავით მაჭუტაძე, სვიმონ გუგუნავა, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი ერისთავი, გიორგი თავდგირიძე. საბჭო ოფიციალურად გურიის სამთავროს მემკვიდრის, დავით გურიელის სრულწლოვანებმდე (ის მაშინ 8 წლის იყო) შეიქმნა. სოფიო უკმაყოფილო იყო საბჭოს შექმნით. მას სურდა, რომ თავად ყოფილიყო მთავარი და აღდგენილიყო მამია გურიელის დროინდელი ორგანოები და მართვის წესი. ამიტომ ის იბრძოდა ამ საბჭოს გაუქმებისა და დამოუკიდებელი ხელისუფლებისათვის. საბჭოში ორი პოლიტიკური დაჯგუფება იყო. პირველი, დედოფლისა და მაჭუტაძის მეთაურობით, მხარს უჭერდა მთავრის ხელისუფლების აღდგენას, მეორე, ნაკაშიძის მეთაურობით, რუსეთის მხარდამჭერი იყო. სოფიოს არც მოსახლეობა უჭერდა მხარს. რუსეთ-თურქეთის 1828-1829წწ. ომის დროს ცდილობდა აღედგინა გურიის სამთავროს დამოუკიდებლობა. მან ივნისში ერთგულება შეჰფიცა ოსმალეთის სულთანს, ხოლო მძევლად 10 წლის ქალიშვილი გაუგზავნა. 1828 წლის 30 სექტემბერს ლიხაურის ბრძოლაში სოფიო დამარცხდა. რუსეთის ჯარმა გენერალ გესსეს მეთაურობით გურია დაიკავა, სოფიო  ოსმალეთში გაიქცა და ქობულეთში სარდალ ოსმან-ბეგთან მივიდა. მასთან ერთად წავიდნენ დავით მაჭუტაძე, გიორგი თავდგირიძე, ლაზარე ნაკაშიძე, 8 აზნაური და 56 მსახური. სოფიო იქვე გარდაიცვალა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.-თბ.,1985.-გვ.478


Share: