შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიგორხან დადიშქელიანი![]()
ბიოგრაფიაჩუბეხევის (სვანეთი) მთავარი, ჩოლურის მფლობელის გარდაფხაძის ასული. მეუღლის - მოსოსტრის გარდაცვალების შემდეგ 1821-1843წწ. ჩუბეხევის ფაქტობრივი გამგებელი იყო. 1841 წლიდან კი მეფის არმიაში დაღუპული შვილის - ციოყის ექვს მცირეწლოვან შვილს მეურვეობდა. დადიშქელიანი რუსეთის ორიენტაციისა იყო. 1833 წელს მისი ინიციატივით ჩებეხევი რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდა. დადიშქელიანი ძლიერი ნებისყოფის ენერგიული მმართველი იყო. 1843 წელს ეცერ-ცხუმარ-ბეჩოს მფლობელი თათარყან დადიშქელიანი თავს დაესხა სოფ. ფარს (დადიშქელიანის რეზიდენცია). დადიშქელიანი კარგა ხანს თავს იცავდა, ბოლოს ცეცხლმოკიდებული კოშკიდან გადმოხტა და დაიღუპა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ.,1978.-გვ.331
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |