The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიგორხან დადიშქელიანი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:1843
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ჩუბეხევის (სვანეთი) მთავარი, ჩოლურის მფლობელის გარდაფხაძის ასული. მეუღლის - მოსოსტრის გარდაცვალების შემდეგ 1821-1843წწ. ჩუბეხევის ფაქტობრივი გამგებელი იყო. 1841 წლიდან კი მეფის არმიაში დაღუპული შვილის - ციოყის ექვს მცირეწლოვან შვილს მეურვეობდა. დადიშქელიანი რუსეთის ორიენტაციისა იყო. 1833 წელს მისი ინიციატივით ჩებეხევი რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდა. დადიშქელიანი ძლიერი ნებისყოფის ენერგიული მმართველი იყო. 1843 წელს ეცერ-ცხუმარ-ბეჩოს მფლობელი თათარყან დადიშქელიანი თავს დაესხა სოფ. ფარს (დადიშქელიანის რეზიდენცია). დადიშქელიანი კარგა ხანს თავს იცავდა, ბოლოს ცეცხლმოკიდებული კოშკიდან გადმოხტა და დაიღუპა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ.,1978.-გვ.331


გააზიარე: