The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგეი დავიდოვი

ოფიციალური სახელი:სერგეი დავითაშვილი
დაბადების თარიღი:1793
გარდაცვ. თარიღი:1878  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, ოფიცერი. კახეთის მეფე ალექსანდრე I-ის შთამომავალი (გვარი მოდის მეფე ალექსანდრე I-ის შვილიშვილის დავითის სახელიდან). 1812 წლის სამამულო ომისა და 1813-1814წწ. ევროპის ლაშქრობათა მონაწილე. ომის შემდეგ ეკავა მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობები; იყო ბელოსტოკის ოლქის მმართველი; რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ რამდენიმე გუბერნიის ვიცე-გუბერნატორი და სამოქალაქო გუბერნატორი; მოღვაწეობდა განათლების დარგშიც - 1838 წლიდან კიევის სასწავლო ოლქის მზრუნველი; 1844 წლიდან სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი; 1845 წლიდან სენატორი; 1851 წლიდან სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 3. - თბ., 1978. - გვ.332


გააზიარე: