Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგეი დავიდოვი![]()
Biographyრუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, ოფიცერი. კახეთის მეფე ალექსანდრე I-ის შთამომავალი (გვარი მოდის მეფე ალექსანდრე I-ის შვილიშვილის დავითის სახელიდან). 1812 წლის სამამულო ომისა და 1813-1814წწ. ევროპის ლაშქრობათა მონაწილე. ომის შემდეგ ეკავა მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობები; იყო ბელოსტოკის ოლქის მმართველი; რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ რამდენიმე გუბერნიის ვიცე-გუბერნატორი და სამოქალაქო გუბერნატორი; მოღვაწეობდა განათლების დარგშიც - 1838 წლიდან კიევის სასწავლო ოლქის მზრუნველი; 1844 წლიდან სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი; 1845 წლიდან სენატორი; 1851 წლიდან სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 3. - თბ., 1978. - გვ.332
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |