შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი ირომაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მელაანი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი საშენ მასალათა ტექნოლოგიის სპეციალობით 1975 წელს; სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტ "საქსაშენმასალების" ასპირანტურა სილიკატური და ძნელად დნობადი მასალების განხრით 1990 წელს. 1975-1995წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტში ინჟინერ-ტექნოლოგად; სამშენებლო მასალების ეფექტიანი გამოყენების, ხარისხის ამაღლებისა და მდგრადობის დარგში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო გამოკვლევა, რომლებიც ეხება კონდუქტომეტრული მეთოდით ცემენტის აქტივობის განსაზღვრასა და ბეტონის მოსალოდნელი სიმტკიცის განსაზღვრის ელექტრონულ მეთოდს; აქვს ორი საავტორო მოწმობა, რის საფუძველზეც დამუშავდა მეთოდური მითითებები და შეიქმნა ხელსაწყო, რომელიც როგორც ლაბორატორიულ, ისე საველე პირობებში იძლევა, 15-20 წუთში, ცემენტის აქტივობის განსაზღვრის შესაძლებლობას; არის არაერთი გამოგონებისა და რაციონალური წინადადების ავტორი; მისი მეთოდი დანერგილია საქართველოს სამეცნიერო და საწარმოო ორგანიზაციებში და დიდი როლი შეასრულა სამშენებლო მასალების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის საქმეში; მისი არაერთი გამოგონება აღინიშნა სახელმწიფო პრემიებითა და ჯილდოებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.266
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |