The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნელი ღოლოძე-მახვილაძე

ნელი ღოლოძე-მახვილაძე
ოფიციალური სახელი:ნელი ღოლოძე
დაბადების თარიღი:1945  (79 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი 1968 წელს და მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტის ასპირანტურა 1980 წელს.

1968-1974წწ. მუშაობდა თბილისის აბრეშუმის გაერთიანებაში, ხოლო 1974-1977წწ.-ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1980-1987წწ. ის  საქართველოს საფეიქრო მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა. 1987 წელს მიენიჭა უფროსი მეცნიერ-მუშაკის სამეცნიერო წოდება. 1987 წლიდან  მუშაობს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტში შემდეგ თანამდებობებზე: განყოფილების გამგე, სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე, ხოლო 2006 წლიდან ნ. მახვილაძე ინსტიტუტის დირექტორია. 

ნელი მახვილაძე მრავალი სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიის ავტორია, როგორც საბაზისო სპეცილობით, ასევე სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სფეროში, ხელმძღვანელობს საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებს, მათ შორის: სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამა, მეცნიერთა სწავლების პროგრამა ტექნოლოგიების კომეციალიზაციის სფეროში, გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო დეპარტამენტის პროგრამა - "ბრიტანული წიგნები მენეჯერთათვის", 1999-200წწ. იყო აღნიშნული პროექტის მარკეტინკის რეგიონალური წარმომადგენელი საქართველოში. ის არის  "ტექინფორმში" რეალიზებული მრავალი პროექტის ხელმძღვანელი, მათ შორისაა: მეცნიერთა მიერ იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში გამოქვეყნებული შრომების რეფერატულ მონაცემთა ბაზის შექმნა შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით; საქართველოს ზრდასრულთა საგანმანათლებლო ორგანიზაციების სასწავლო კურსების მონაცემთა ბაზა; სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების შედარებითი ანალიზ; მონაცემთა ბაზა-ადამიანის საარსებო გარემო: ატმოსფერო, წყალი, ნიადაგი(სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის საერტაშორისო ცენტრი CRDF, 2005-2006)და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა. ინჟინერ-ფეიქარი.

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1980, მოსკოვი).

სადისერტაციო თემა - "აზოსაღებრების შუქმედეგობა პოლიამიდურ სუბსტრატზე".

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.100-101

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: