შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იუზა იტრიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1958 წელს. 1958-1966წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში" სამუშაოთა მწარმოებლად, საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტში" უბნის ინჟინრად; 1966-1974წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქწყალპროექტის" უფროსი ინჟინერი; 1974-1986წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1986-1992წწ. - კულტურის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1993 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსია; მონაწილეობდა სიონის ჰიდროკვანძის, თბილისის სამხედრო ჰოსპიტლის, რკინაბეტონის ქარხნის (გორის რაიონში) მშენებლობაში; ავტორთა ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა ზემო ალაზნის სარწყავი სისტემისა და განათლების სამინისტროს რიგი ობიექტების დაპროექტებაში; დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.267 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |