The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო კავკასიძე

სერგო კავკასიძე
Date of birth:28 February, 1903  (122 years)
Date of death:19??
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ფასანაური, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1930 წელს.

1930-1934წწ. მუშაობდა ზაჰესის ჰიდროსადგურში, "კავკასენერგოს" მაღალი ძაბვის ქსელების სამმართველოში ინჟინრად, ტექნიკური განყოფილების უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1934-1941წწ. იყო "საქენერგოს" მაღალი ძაბვის ქსელების სამმართველოს დირექტორის მოადგილე და მთავარი ინჟინერი, "საქენერგის" ტექნიკური განყოფილების უფროსი და მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1941 წლიდან სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში იყო "ხრამჰესის" მშენებლობის მთავარი მექანიკოსი, ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მაღალი ძაბვის ქსელებისა და ქვესადგურების სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი, "საქჰიდროენერგომშენის" მთავარი ინჟინრის მოადგილე; ხელმძღვანელობდა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და "ხრამჰესი-თბილისი-ზაჰესის", "სოხუმი-ტყვარჩელის", "ბაღნარი-გაგრის", "ნავთლუღი-სამგორის" ქვესადგურების მშენებლობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.268

Awards and Honors

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: