შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ კავსაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1974 წელს. 1974-1975წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროშს, ქ. გაგრის N3 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1975-1977წწ. იყო იმავე სამინისტროს, ქ. გაგრის N41 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1977 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს კომპარტიის გაგრის საქალაქო კომიტეტის მრეწველობისა და მშენებლობის განყოფილების ინსტრუქტორად, სადაც მუშაობდა 1979 წლამდე; 1979-1980წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს, სამშენებლო ტრესტ "კურორტმშენის" (ყოფილი "ბიჭვინთმშენი") მმართველის მოადგილე; 1980-2002წწ. კვლავ საქართველოს საავტომობილო გზების სისტემაში მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 2003-2007წწ. იყო შპს "ხიდის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსი; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქ. გაგრის ზონის საზოგადოებრივ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტებისა და საკურორტო კომპლექსების მშენებლობაში. ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში მიღებული აქვს საპატიო მეგზევის წოდება და სამკერდე ნიშანი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.268
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |