შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ კაკაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1938 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში", შემდეგ მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N9 სამშენებლო სამმართველოში ჯერ სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ კი უფროსის მოადგილედ; 1971-1973წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N17 სამშენებლო ტრესტის ტექნიკური განყოფილების უფროსი და მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1973 წლიდან სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" ტექნიკური განყოფილების უფროსი და მთავარი ინჟინრის მოადგილე იყო; შემდეგ მუშაობს ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად; იყო საქართველოს "ცეკავშირის" კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი; 1987 წლიდან სამუშაოდ გადავიდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს ტექნიკური სამმართველოს კოლეგიის წევრად; 1989 წლიდან მუშაობდა რესპუბლიკური გაერთიანება "კაპმშენის" საწარმოო-ტექნიკური სამმართველოს უფროსად; მონაწილეობდა ქ. თბილისის საბინაო და კომუნალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში, საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, "ცეკავშირის" სამრეწველო საწარმოების შექმნასა და სავაჭრო ქსელის განვითარებაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.269
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |