The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი კაკაურიძე

ირაკლი კაკაურიძე
დაბადების თარიღი:11 აპრილი, 1929  (95 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სვირი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის საინჟინრო ინსტიტუტის საინჟინრო მექანიკის ფაკულტეტი 1953 წელს.

1953 წელს განაწილებით გაიგზავნა როსტოვის ოლქში რუსეთის ერთ-ერთი მძლავრ გაერთიანება "როსტოვნახშირის" ცენტრალურ გამამდიდრებელ ფაბრიკაში ინჟინერ-მექანიკოსად, შემდგომ კი იყო ცვლისა და საამქროს უფროსი; 1959 წელს ბრუნდება სამშობლოში და მუშაობას იწყებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სპეცსამუშაოთა სამმართველოს უფროსად; 1965 წლიდან გადაჰყავთ გაერთიანება "საქმონტაჟსპეცმშენის" სისტემაში, ჯერ თბილისის სამონტაჟო სამმართველოს უფროსად, ხოლო 1969-1991წწ. იყო სპეცსამონტაჟო გაერთიანება "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" უფროსის მოადგილე; ხელმძღვანელობდა და მონაწილეობდა რუსთავის მეტალურგიული, ქუთაისის საავტომობილო, ბათუმის გემთმშენებელი და ნავთობგადამამუშავებელი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნების, რუსთავის ქიმიური და თბილისის ბამბეულის კომბინატების, რესპუბლიკის მთავრობის სახლის, მიქელაძის სახელობის ტექნიკური ბიბლიოთეკის და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.270; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.293

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: