The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით კაკულია

დავით კაკულია
დაბადების თარიღი:1960  (64 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახუთი, ჩხოროწყუს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1982 წელს.

1982 წელს მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახკომუნმშენპროექტის" მშენებლობის ორგანიზაციისა და ხარჯთაღრისხვების განყოფილებაში - ინჟინრად, სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "სპეცმონტაჟავტომატიკის" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად; იყო იმავე სამმართველოს თბილისის უბნისა და სამონტაჟო სამმართველოს უფროსი, თბილისის სამშენებლო კომპანიის გენერალური დირექტორი; 2010-2012წწ. ხელმძღვანელობდა დეველოპერული კომპანია "დექსუსის" სამშენებლო დეპარტამენტს; იყო შპს "კოლხეთის" გენერალური დირექტორი; მონაწილეობდა მიტროფანე ლაღიძის სახელობის უალკოჰოლო სასმელებისა და გარდაბნის საკონსერვო ქარხნების, მაცივრების (ლილოში და გორის რაიონში) სამშენებლო-სამონტაჟო და ტექნოლოგიურ გადაიარაღება-რეკონსტრუქციის სამუშაოებში; გარდაბნის თბოელექტროსადგურის ენერგობლოკების მშენებლობასა და ტექნოლოგიურ უზრუნველყოფაში; კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის და ყოფილი "იმელის" შენობის, საცხოვრებელი კომპლექსების (რუსეთში - ნიჟნეკამსკსა და მანჩეგორსკში, თბილისში - სააკაძის მოედანზე), ადმინისტრაციულ-საოფისე შენობის (თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე) მშენებლობა-რეკონსტრუქციასა და სტრუქტურული ელემენტების გაძლიერებაში; ხელმძღვანელობდა საფეხბურთო კლუბ "დინამოს" საწვრთნელი ბაზის მოედნების რეკონსტრუქციას და ექსპლუატაციაში მიღებას; მისი შრომითი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო "ბრიტიშ პეტროლიუმის" მიერ " ბაქო-თბილისი-ჯეიხანის" ნავთობსადენის მაგისტრალის მშენებლობაში მონაწილეობა, სადაც მუშაობდა მთავარ ინჟინრად და წლის საუკეთესო მშენებლად აღიარეს; არის თბილისის სამშენებლო-დეველოპერული კომპანია NGL-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი; აქტიურად იყო ჩართული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გაერთიანებული კვლევითი ცენტრის მიერ ევროკოდების განხილვა-დანერგვაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.270-271

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მშენებელთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის მედალი

გააზიარე: