The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გურიელი

დაბადების თარიღი:1818
გარდაცვ. თარიღი:23 აგვისტო, 1839  (21 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

მამია V გურიელის ვაჟი. გურიის უკანასკნელი მთავარი (1826-1829). ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდას პრაპორჩიკის წოდება მიანიჭეს. 1828-1829წწ. რუსეთ-თურქეთის ომის დროს, დედამ სულთნის სამფლობელოში, ტრაბზონში წაიყვანა; ამ პერიოდში გურიის სამთავროს ავტონომია გაუქმდა. იმპერატორმა ნიკოზოლს I-მა დავითს და მის დას, ეკატერინეს აუკრძალა სამშობლოში დაბრუნება; მოგვიანებით მათ მისცეს დაბრუნების უფლება (რადგან საზღვარგარეთ წასვლისას მცირეწლოვნები იყვნენ). ისინი დაბრუნდნენ სამშობლოში და შეინარჩუნეს პირადი მამულები. დაიღუპა რუსულ სამსახურში, შამილის მთიელებთან ბრძოლაში. 

წყარო: წინაპრებისა და ნათესავების ძიება: nobility.pro/ru


გააზიარე: